უკუქცევის წერტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უკუქცევის წერტილი (განსაკუთრებული წერტილი) – ეს წერტილი ხასიათდება იმით, რომ წირის სხვადასხვა შტოს ამ წერტილში საერთო მხები აქვს.
1) პირველი რიგის უკუქცევის წერტილი – წირის სხვადასხვა შტო საერთო მხების სხვადასხვა მხარეს მდებარეობს და ქმნის წვეტს (მაგ., y2 - x3 = 0 წირისათვის).
2) მეორე რიგის უკუქცევის წერტილი – წირის სხვადასხვა შტო საერთო მხების ერთ მხარეს მდებარეობს (მაგ., (y – x2)2 – x5 = 0 წირისათვის).