პლეონაზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:15, 12 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლეონაზმი – (ბერძ. πλεονασμός, ზედმეტობა, სიჭარბე), მეტყველების ფორმა, როდესაც ერთი და იმავე ცნებისათვის გამოყენებულია აზრობრივად მსგავსი, სტილისტიკურად ჭარბი სიტყვები. რამდენადაც პლეონაზმის დროს ხდება ლოგიკურად ზედმეტ ენობრივ ერთეულთა, ჩვეულებრივ, სინონიმთა, დაგროეება, ჭარბი სიტყვის ამოვარდნით აზრი არ ირღეევა. მაგ. გამოთქმაში „პირადად მე“ სიტყვა „პირადად“ ზედმეტია, რადგან „მე“ გულისხმობს ამ შინაარსს. პლეონაზმად ითვლება არა მარტო სიტყვათა, არამედ გამონათქვამთა სიჭარბეც. პლეონაზმი მეტყველებაში ზოგჯერ ასუსტებს აზრს და სტილისტიკური დატვირთვის მატარებელია, მაგ. „წარსულს უკან ვერ დააბრუნებ“.

პლეონაზმის უკიდურეს ფორმად ითვლება ტავტოლოგია – ერთნაირი მნიშვნელობის სიტყვათა განმეორება.

გრამატიკული პლეონაზმი გულისხმობს სინონიმურ გრამატიკულ საშუალებათა თავმოყრას.


ც. ბარბაქაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები