გარდამავალი მხედრული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდამავალი მხედრული − X– XI სს-ში გავრცელებული ქართული მხედრული დამწერლობის ქვესახეობა, რომლის ასოთა მოხაზულობა გარდამავალი ეტაპია ნუსხურიდან მხედრულისაკენ (აქედანაა სახელწოდებაც).

ამ დამწერლობითაა შესრულებული ისტორიული საბუთები (ბაგრატ IV-ის ორი სიგელი). ხელნაწერთა ზოგიერთი მინაწერი და წარწერები. საბუთების დამწერლობაში, განსაკუთრებით ბაგრატ IV-ის სიგელში ოპიზარი და მიჯნაძოროელი მამებისადმი (1054–72). მას ახასიათებს ნუსხური ასოების კუთხოვანი ადგილების მომრგვალება, რაც შეიძლება საბუთის დამწერის ინდივიდუალური ხელწერის ნიშანიც იყოს, ხოლო სხვა შემთხვევებში, განსაკუთრებით ეპიგრაფიკულ ძეგლებში, კუთხოვნება დატოვებულია. დამწერლობის ამ ქვესახეობისათვის ასევე დამახასიათებელია ასოების გადაბმა, რომელიც მისგან განვითარებულ მხედრულ დამწერლობაში წამყვანი ელემენტია. გარდამავალი მხედრულის წიგნური ნიმუშების აღსანიშნავად ი. ჯავახიშვილმა შემოიღო სახელწოდება ნუსხახუცური მრგლოვანი, ხოლო საბუთების ხელის აღსანიშნავად – ნუსხახუცური მწიგნობრული დამწერლობა. გარდამავალი მხედრული მოიცავს ორივე ამ ტერმინს და ზედმეტს ხდის ტერმინოლოგიურ დაქუცმაცებას, რასაც საფუძვლად უდევს არა დამწერლობის განვითარების საფეხური, არამედ წერილობითი ძეგლის შინაარსობრივი მხარე.

მ. სილოგავა



ლიტერატურა

  • მაჭავარიანი ე. მხედრული დამწერლობის ადრეული ნიმუშები. - კრ.:„მრავალთავი“ (ფილ-ისტ. ძიებანი), 1II, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ი. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია. – თხზ, ტ. 9. ნაკვ. 1, თბ., 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები