სინკოპე (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:22, 20 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინკოპე – (ბერძნ. syncope – შეკუმშვა, მუსრვა), ბგერის, მარცვლის, ასოს ამოვარდნა სიტყვის შიგნით. განსაკუთრებით ხშირია თანხმოვანთა შორის უმახვილო ხმოვნის ამოვარდნა. მაგ. მსხლის < მსხალის, უნივერსტეტი < უნივერსიტეტი. უპირისპირდება აფერეზისს და აპოკოპეს.

ტერმინი სინკოპე კომპარატივისტიკაში გამოიყენებოდა უმახვილო ხმოვანთა დაკარგვის აღსანიშნავად. თანამედროვე ფონოლოგიაში იგი თანხმოვანთა ამოვარდნასაც გულისხმობს (ამ უკანასკნელი მნიშვნელობით ხშირად იყენებენ ტერმინს – ეკტლიფსისი.

ნ. კიზირია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები