პერპენდიკულარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 23 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პერპენდიკულარი – a წრფისადმი პერპენდიკულარი (მართობი) ეწოდება b წრფეს, რომელიც a წრფეს კვეთს მართი კუთხით.
a და b წრფეების გადაკვეთის A წერტილს ეწოდება პერპენდიკულარის ფუძე.
α სიბრტყისადმი პერპენდიკულარი ეწოდება b წრფეს, რომელიც კვეთს α სიბრტყეს და პერპენდიკულარულია გადაკვეთის წერტილში გამავალ სიბრტყეზე მდებარე ნებისმიერი წრფისა.
ტერმინი „პერპენდიკულარი“ წარმოიქმნა შუა საუკუნეებში ლათინური სიტყვიდან perpendiculum – „შვეული“, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობილია სიტყვიდან perpendre – „აწონა“.