ტოპონიმიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოპონიმიკალექსიკოლოგიის დარგი, რომელიც საგეოგრაფიო სახელებს – ტოპონიმებს სწავლობს. ტოპონიმიკა საგეოგრაფიო სახელებს გეოგრაფიული, ისტორიული და ლინგვისტური ასპექტი იკვლევს. ამდენად იგი ერთსა და იმავე დროს გეოგრაფიული, ისტორიული და ლინგვისტური მეცნიერება. გეოგრაფიული თვალსაზრისით ტოპონიმი განიხილება არეალისა და სიდიდე-სიმცირის მიხედვით, ისტორიული თვალსაზრისით ტოპონიმი უკავშირდება სახელმწიფოთა და დასახლებულ პუნქტთა კონტაქტებს, ხალხების დასახლების ზოლებს და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს, ხოლო, რაც შეეხება ლინგვისტიკას, ის ტოპონიმს უცქერის და სწავლობს როგორც ენის ფაქტს, ლექსიკურ ერთეულს. ტოპონიმიკის საგანია გეოგრაფიული ნომენკლატურა მცირე და ფართო მასშტაბით. ქვეყნის საგეოგრაფიო სახელწოდებათა სრულ გამოვლენას, სალიტერატურო, საისტორიო, საეპიგრაფიკო წყაროებში დამოწმებული და ხალხის ხსოვნაში შემონახული ტოპონიმების აღნუსხვა-გამოცემას ფართო მეცნიერული ინტერესი და დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ქართული ტოპონიმიკის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი როგორც გეოგრაფოსებს, ისეისტორიკოსებსა და ლინგვისტებს.

ა. ღლონტი

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები