რეკორდი რობერტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რობერტი რეკორდი (1510-1558) − ინგლისელი მათემატიკოსი, ექიმი; ინგლისში მათემატიკური ცოდნის ერთ-ერთი დამფუძნებელი; დაწერა წიგნები არითმეტიკაში, ალგებრაში, გეომეტრიასა და ასტრონომიაში. ერთ-ერთმა პირველმა აღნიშნა ალგებრული ოპერაციების დამოუკიდებლობა მის რიცხვით ინტერპრეტაციისაგან; შემოიღო ტოლობის ნიშანი.