იმპლიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:46, 28 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმპლიკაცია – ლოგიკის ალგებრის ოპერაცია. თუ A და B ნებისმიერი გამონათქვამია, მაშინ მათი იმპლიკაცია არის ახალი გამონათქვამი A → B, სადაც → იმპლიკაციის ნიშანია, რომლის ჭეშმარიტება დამოკიდებულია A და B გამონათქვამების ჭეშმარიტებაზე. განსაზღვრის თანახმად, გამონათქვამი A→B ჭეშმარიტია ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა A ჭეშმარიტია, B – მცდარი. ასე იკითხება: „თუ A, მაშინ B“, ან „A-დან გამომდინარეობს B“.

იმპლიკაციის ფორმირებაში მონაწილე A და B წევრების როლი სხვადასხვაა; A→B იმპლიკაციის პირველ წევრს (A) უწოდებენ „ანტეცედენტს“, ხოლო მეორე (B) წევრს უწოდებენ „კონსეკვენტს“. ტერმინი წარმოსდგება ლათინურიდან implicato – „მჭიდროდ დაკავშირებულია“, „გადაბმული“. იმპლიკაციისათვის → სიმბოლოს გარდა იყენებენ სიმბოლოებს ⇒ ან ⊃.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები