ქართველოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:47, 5 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველოლოგიაქართველებისა და საქართველოს შემსწავლელი ჰუმანიტარული დარგებიდან ერთ-ერთი. იკვლევს ქართველური ენების და მათი დიალექტების ფონეტიკურ-ფონოლოგიურ, გრამატიკულ და სემანტიკურ სტრუქტურებსა და ისტორიას, ქართულის, როგორც სალიტერატურო ენის ფუნქციონირებისა და ნორმალიზაციის საკითხებს.

სარჩევი

ქართული ენის ლექსიკოლოგიური და გრამატიკული ძიებები

ჩვენამდე მოღწეული მასალების მიხედვით, ქართული ენის ლექსიკოლოგიურ-ლექსიკოგრაფიული და გრამატიკული ძიებები უკვე X-XII სს-ში იწყება. შემდეგ პერიოდში საქართველოში შექმნილი ურთულესი პოლიტიკურ-ისტორიული პირობების გამო ენათმეცნიერული აზრის განვითარება შეფერხდა. XVII ს-იდან. ქართული გრამატიკების შექმნამ, ლექსიკოგრაფიული საქმიანობის დაწყებამ, რომელიც უკავშირდებოდა იტალიელ მისიონერების მოღვაწეობას, გარკვეული ბიძგი მისცა ქართული საენათმეცნიერო კვლევის აღორძინებას. ამ პერიოდში (1685– 1715) შეიქმნა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ენის პირველი ვრცელი განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც აგრძელებდა საქართველოში ადრევე ჩამოყალიბებულ ტრადიციებს. ქართული ენის იმდროინდელი გრამატიკები ბერძნულ-ლათინური ფილოლოგიური გრამატიკის პრინციპებს ემყარებოდა. მათგან უძველესია ს. შანშოვანის „მოკლე ღრამმატიკა ქართული ენისა“ (1717).

XVII ს-ში ანტონ ის მიერ შექმნილი ორი გრამატიკული ნაშრომი (1753; 1767) საფუძვლად დაედო გრამატიკის სხვა სახელმძღვანელოებს XVIII ს. II ნახევარსა და XIX ს. I ნახევარში. განსაკუთრებით ეს ითქმის გაიოზ რექტორის (1796-1800), დავით ბატონიშვილისა (1890) და ეპისკოპოს ვარლამის მიერ შედგენილ (1802) გრამატიკულ სახელმძღვანელოებზე. ანტონ I-ის გრამატიკას ემყარება აგრეთვე ი. ქართველიშვილის (1809–16), გ. ფირალიშვილის (1820), იოანე ბატონიშეილის (1829), ს. დოდაშვილის (1830), პ. იოსელიანის (1840), დ. ჩუბინაშვილის (1855) გრამატიკული ნაშრომები. სასკოლო გრამატიკებიდან ყველაზე გავრცელებული იყო ა. ქუთათელაძისა და ს. ხუნდაძის გრამატიკები.

XIX ს-ში გრძელდებოდა ლექსიკოგრაფიული მუშაობაც. 1812-25 ნ. ჩუბინაშვილმა შეადგინა „ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ“ (გამოიცა თბ., 1961, რედ. ა. ღლონტი) და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (გამოიცა თბ. 1971-73, რედ. ა. ღლონტი). 1840 გამოვიდა დ. ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსული“ ლექსიკონი, რომლის პირველი გამოცემა მ. ბროსემ შეავსო ფრანგული შესატყვისებით. დ. ჩუბინაშვილმა გამოაქვეყნა აგრეთვე „რუსულ-ქართული“ ლექსიკონი (1846) საყურადღებოა რ. ერისთავის „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი: მცენარეთა,ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდან“ (1884).

ქართული და ქართველური ენების მეცნიერული კვლევა

XIX ს. 70-იან წლებში პეტერბურგში საფუძველი ჩაეყარა ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას. ა. ცაგარელმა ხელი მოჰკიდა ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებით კვლევას და გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი (რუს. ენაზე). ქართული და ქართველური ენების მეცნიერული კვლევა პეტერბურგში განახლდა XX ს. დასაწყისში, როდესაც გამოქვეყნდა ნ. მარის „ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები“ (1908), მისივე „ჭანური გრამატიკა“ (1910) და „ძველი სალიტერატურო ქართული ენის გრამატიკა“ (1925); აგრეთვე ი. ყიფშიძის „მეგრულის გრამატიკა“ (1914) და სხე. შრომები. საქართველოში საენათმეცნიერო მუშაობა გაიშალა თსუ-ის დაარსების (1918) შემდეგ (ი. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი). და გაგრძელდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებში.

გასული საუკუნეების 20-იანი წლების დასაწყისიდან ენათმეცნიერების განვითარებას სათავეში ჩაუდგნენ თსუ-ის დამაარსებლები: ი. ჯავახიშვილი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მათთან ერთად იღვწოდნენ თსუ პირველი გამოშვების კურსდამთავრებულნი – არნ. ჩიქობავა, ს. ჯანაშია, ე. თოფურია.

ქართული ენის ფონეტიკა

ქართული ენის ფონეტიკის საკითხთა მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია ი. ყიფშიძის „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“ (1920). ამას მოჰყვა გ. ახვლედიანის „მკვეთრნი ხშულნი ქართულში“ (1923), ა. შანიძის „წელიწადის ეტიმოლოგიისათვის“ (1924), არნ. ჩიქობავას „ვინის რეფლექსები ფერეიდნულში“ (1923), „გრძელი ხმოვნები მთიულურში“ (1924), ე. თოფურიას წერილები „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში“ (1926-41). დამოუკიდებელი ქართული ფონეტიკური სკოლის ჩამოყალიბება უკავშირდება გ. ახვლედიანის სახელს. ქართული ენისა და ზოგადი ფონეტიკის ძირითადი პრობლემები განხილულია მის მონოგრაფიაში „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები“ (1918), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949) ფონეტიკა-ფონოლოგიის პრობლემატიკა ძირითადად მუშავდებოდა თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრასთან არსებულ ფონეტიკის კაბინეტში (1930-იდან), ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიასა (1961-იდან გამგეები: გ. ახვლედიანი, ს. ჟღენტი, შ. გაფრინდაშვილი, ი ლეჟავა) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში (გამგეები: შ. გაფრინდაშვილი, ზ. ჯაფარიძე, ნ. არდოტელი). ამ ლაბორატორიებში დამუშავდა ქართული (ქართველური) და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონეტიკა-ფონოლოგიის არაერთი კარდინალური საკითხი. ამ დარგის ნაშრომებია: „ქართული ენის ფონეტიკა“ და „ქართული ენის რიტმიკულ-მეთოდიკური სტრუქტურა“ (ს. ჟღენტი, 1956; 1961); „სალიტერატურო ქართული ენის გენერატორულ-ფონოლოგიური მოდელი“ (გ. ნებიერიძე, 1974), „ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა“ (თ. უთურგაიძე, 1976), „სალიტერატურო ქართულის ინტონაციის საკითხები“. (ნ, კიზირია 1987) და მრავალი სხვა.

ქართული ენის მორფოლოგია

ა. შანიძის მრავალრიცხოვანი გამოკვლევები მორფოლოგიის საკითხებზე შეჯამებულია, მის „ქართულ გრამატიკასა” (1930) და „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში“ (1953. მე-2. გამოც. – 1973. მე-3 გამოც, 1980). მორფოლოგიის საკვანძო საკითხებს, ეძღვნება არნ. ჩიქობავას „ქართული ენის დახასიათება“ (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი; ტ.1, 1950, ცალკე, გამოცემა 1998), აგრეთვე წერილების, სერია: „რა თავისებურებანი, ახასიათებს ქართული ენის აგებულებას?“ (1929-30). მნიშვნელოვანი, გამოკვლევები, ზმნათა. სუფიქსაციის, დროისა და, გვარის მაწარმოებელთა საკითხების შესახებ ეკუთვნის ვ. თოფურიას, ბოლო წლებში გამოქვეყნდა მონოგრაფიები. ქართული ენის მორფოლოგიის პრობლემებზე: ბ. ჯორბენაძის „ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხები“ (1975) და მისივე- „ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები“ '(1980); მ. დამენიას „ქართული ზმნური მორფემების სტრუქტურული მოდელები“ (1982); მ. სუხიშვილის „სტატიკური ზმნები ქართულში“ (1976) და „გარდამავალი ზმნები ქართულში (სისტემისა და ისტორიის. ზოგი საკითხი)“· (1986); თ. უთურგაიძის „სახელის მორფოლოგიური ანალიზი ქართულში“ (1986); „გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში“ (2002); დ. ფხაკაძის „I თურმეობითის ფუნქციები ქართულში“ (1984); გ. გიგოლაშვილის „ქართული ზმნის უღვლილების სისტემა“(1988); კ. ღვინაძის „ქართული ზმნის ვნებითი გვარის ფორმათა სტილისტიკა“ (1989); დ. მელიქიშვილის „ქართული ზმნის უღლების სისტემა“ (2001); მ. ტუსკიას „სახელთა აფიქსური წარმოება ახალ სალიტერატურო ქართულსა და დიალექტებში“ (2004); რ. ქურდაძის ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში“ (2005) და მრავალი სხვ.

სინტაქსის საკითხები წარმოდგენილია ლ. კვიჭიძის, „თანამედროვე, ქართულიც ენის სინტაქსში“ (1966, 2 გამოც. -1977, მე-3 გამოც. -1988 მე-4 გამოც. -1996) ა. დავითიანის „ქართული ენის სინტაქსში“,(1978); გამოქვეყნდა აგრეთვე ლ. კვანტალიანის „მისამართი სიტყვისა და მიმართებითი ნაცვალსახელის შეთანხმება ქართულში” (1983) და „ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები“ (1990), შ. აფრიდონიძის სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში“ (1986);

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები