ჯუღისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:12, 12 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯუღისი – პატარა სოფელი საქართველოში, მთიულეთში (დუშეთის რ., ჭართლის სას. საბჭო). გაშენებულია მდინარე ჯუღისურას (არაგვის მარცხენა შენაკადი)

ხეობაში, გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე. სახელწოვნილებას აღნიშნავს: „ჯუღა-ის შთამომავლობის სოფელი“, ჯუღ-ის-ი. შეიძლება ითქვას, რომ ჯუღისი ბოლო სოფელია, სადაც წყდება ქართლის ბარისათვის ესოდენ დამახასიათებელი -ის სუფიქსი. ამ პუნქტის ზემოთ, მთელს მთიულეთ-გუდამაყარში, -ის სუფიქსიანი სოფლის სახელი აღარ დასტურდება. -ის სუფიქსის გამოყენება საერთოდ შეზღუდულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტოპონიმიკაში. საკმარისია ითქვას, რომ ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის 80 დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ ერთია -ის სუფიქსიანი სახელი (დათვ-ის-ი). დაახლოებით ასეთივე ვითარებაა შექმნილი ამ რეგიონში -ეთ- სუფიქსის გამოყენების თვალსაზრისითაც.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები