ღ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:37, 12 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღ – ქართული ანბანის ოცდამესამე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეექვსე) ასო. მისი სახელია „ღანი“; გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი მჟღერი სპირანტისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴖ. მისი მოხაზულობა რკალით დაკავშირებული ხაზების კომბინაციაა, რომელსაც კვადრატის ნახევარი უკავია, ნუსხური ⴖ მარჯვნივ გადახრილი და შუა ორ ხაზშია მოთავსებული, მხედრული ღ მომრგვალებული კონტურის მქონეა, მას საყრდენი ფეხი აქვს და ქვედა სამ ხაზში იწერება.
ძვ. ქართულ სათვალავში აღნიშნავდა შვიდასს (700).