ვაშაყმაძე ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:45, 13 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაშაყმაძე ირაკლი − (1946), პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა სოფელ როხში (ბაღდათი). დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გაზეთების რედაქციებსა და სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. მისი ლექსები, ნარკვევები, პუბლიცისტური წერილები და სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდებოდა „სახალხო განათლებაში”, „სოფლის ცხოვრებაში~, „საქართველოს რესპუბლიკაში~, „წუთისოფელში”, „ლიტერატურულ საქართველოში” და ა.შ. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „უფალმა იცის” და „ჩემი ამერ-იმერი”.
- ნათელი
- მოსაღამოვდა, თებერვლის თქეშმა
- ქუჩებში იწყო მოთქმა-თარეში,
- უცებ გავცოცხლდი და მომენატრე,
- რომ ჩამეხედა შენთვის თვალებში...
- ხელის ცეცებით გეძებდი ბნელში,
- ქარი და ყინვა ძვლებში მატანდა,
- მღეროდი ჩემში, მოთქვამდი ჩემში,
- და ვიღაც ჩემში თბილად გხატავდა.
- მერე...
- უკუნი განათდა ღამე,
- აყვავდა ირგვლივ ვარდი და ია,
- თვალი ხარ ჩემი, სული ხარ ჩემი,
- ყველაფერს შენი სახელი ჰქვია.