ბაღვაში ნიანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:01, 9 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიანია ბაღვაში - რაჭის ერისთავი და ნოველისიმოსი XI ს-ის დასაწისში.
ნიკორწმინდის ტაძარში, ჩრდილოეთის მკლავის იატაკზე მოთავსებულია ფილა, რომელზედაც ნიანია ერისთავთ-ერისთავის და ნოველისიმოსის მოსახსენებელია წარწერილი. გ. ბოჭორიძის შეფასებით, წარწერა ტაძრის თანადროულია, ანუ 1010-1014 წწ-ისაა. ვ. სილოგავა წარწერას უფრო ფართოდ, XI ს-ით ათარიღებს. მ. ბახტაძე, გ. ბოჭორიძეზე დაყრდნობით, ნიანიას XI ს-ის დასაწყისის მოღვაწედ მიიჩნევს, რომელიც რატი (I)-ზე უწინარეს უნდა ყოფილიყო რაჭის ერისთავი.
წყარო და ლიტერატურა
ბოჭორიძე 1931: 199-201; სილოგავა 1980: 101; ბახტაძე 2003: 228.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017