ზვიადაური დიმიტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:18, 20 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზვიადაური დიმიტრი − (1932 − 1934), პოეტი. დაიბადა სოფელ ანდაქში (დუშეთი); პირველი ლექსები გამოაქვეყნა რუსთავის გაზეთ „ქიმიკოსში”. 1966-72 წლებში სწავლობდა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე.
- * * *
- დამნავლა შენმა წყურვილმა,
- შენმა შორიდან ცქერამა,
- შენთა დალალთა სურნელის
- ჩემამდე ვერ მოდენამა.
- შენმა თვალების ბრიალმა
- მომსპო და გამავერანა,
- „მიყვარხარ” ფიცით მითქვია,
- ვაჟაის სულის ლხენამა.