ვერხველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 21 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვერხველი – (ყოფილი ბერდოხევი), პატარა სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის რაიონში, მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქუსნოს (ივრის აუზი) ნაპირას.
ნათელი ეტიმოლოგიის მიუხედავად ხალხში გავრცელებუ�ლია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სათათრეთში მარცხით დაბრუნებული სარდლისთვის ფაშას უკითხავს: „ვერ ახველიო?“ სინამდვილეში ტოპონიმი ვერხველი მცენარე ვერხვის მიხედვით არის წარმოქმნილი.“ - ვერხვთ-ველი, ვერხვიანველი). ამიტომ მისი ზმნურ „ვერ ახველ“ ფორმასთან დაკავშირება გაუმართლებელია.