მაგანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:00, 22 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაგანა – მდინარე დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2460 მ სიმაღლეზე, სიგრძე 34 კმ, აუზის ფართობი 141 კმ2, შენაკადების რაოდენობა – 44; ერთვის მდინარე ენგურს მარცხნიდან ქალაქ ჯვართან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.