ჯაყელ-ციხისჯვარელი ივანე I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყუარყუარე ჯაყელი - სამცხის ერისთავი და სპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი [1191-1247] წწ. ბოცო ჯაყელის შემდეგ სამცხის ერისთავობა და სპასალარობა გადაეცა ჯაყელ-ციხისჯვარელთა შტოს წარმომადგენელს, ყუარყუარე (იმავე ივანე) ჯაყელს, რომელიც ერთი იმათგანი იყო, ვინც თამარის ერთგულება შეინარჩუნა გიორგი რუსის აჯანყების დროს.

1240-იანი წლების დასაწყისში ყვარყვარე მეჭურჭლეთუხუცესადაც მოიხსენიება. მან ურჩია რუსუდან მეფეს დაზავებოდა მონღოლებს. როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თურქმანები (საბერძნეთს მყოფნი) შემოესივნენ, შავშებმა, კლარჯებმა, კოლა-არტაან-კარნიფორელებმა ყუარყუარე ციხისჯვარელ-ჯაყელს, როგორც სამცხის სპასალარს, კაცი გაუგზავნეს და შველა სთხოვეს. ყუარყუარემ შეკრიბა მესხ ერისთავთა სამხედრო ძალები და მტერი მოიგერია. ყვარყვარე ჯაყელი იხსენიება კოხტასთავის შეთქმულთა შორის. სხვა დიდებულებთან ერთად იგი შეგებებია რუმიდან საქართველოში ჩამოყვანილ დავით ლაშას ძეს. მისი ხსენება წყდება 1245/1247 წწ-ის მოვლენების შემდეგ.



წყაროები და ლიტერატურა

ჟამთააღმწერელი 1959: 165, 191, 195, 213-215, 219; კლდიაშვილი 1980: 134-138; კიკნაძე 1987ა: 51; ბახტაძე 2003: 274.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები