იმერლიშვილი ხვთისო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:58, 28 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იმერლიშვილი ხვთისო – (1867 – 1946), მეტსახელად – ტოკა ხვთისო იმერლიშვილი, იგივე ტოკა, დაიბადა სოფელ ბაჩალში (თიანეთი). ბავშვობა სიღარიბესა და მოჯამაგირეობაში გაუტარებია. გასული საუკუნის 10-იან წლებში ჩასახლებულა ლაფანყურში, საიდანაც შემდეგ მეზობელ სოფელ გრძელჭალაში გადასახლებულა.
ტოკა და უცნობი მოლექსე:
- უცნობი
- ჩემიმც ძაღლი გქნა, ტოკაო,
- დამები ბაკის ახლოსა.
- კვირაში ერთხელ გაჭმევდი,
- ცივ წყალსა, ასლის ქატოსა.
- ტოკა
- ერთხელ ხო დავზეზდებოდი,
- ცოლს ვუტირებდი პატრონსა,
- სუ დავაჭმევდი ნადირსა
- პატრონის ცხვარსა’დ საქონსა.