მალიკი ადამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამ მალიკი

ადამ მალიკი − (იდონეზ. Adam Malik Batubara, დ. 22 ივლისი 1917 — გ. 5 სექტემბერი 1984)), ინდონეზიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. ინდონეზიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.
1945-46 დროებითი პარლამენტის წევრი (1945-46);
(1950 და 1977-78) ინდონეზიის პარლამენტის წევრი;
1959 – უმაღლესი სათათბირო საბჭოს წევრი;
1959-62 – ინდონეზიის ელჩი სსრკ-ში და იმავდროულად პოლონეთში;
1963-65 – ვაჭრობის მინისტრი;
1965 – მართვადი ეკონომიკური განვითარების პროგრამის მინისტრი-კოორდინატორი;
1966 – პრემიერ-მინისტრის მოადგილე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში, შემდეგ – მთავარი მინისტრი პოლიტიკურ საკითხებში;
1966-77 – ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის (ასეანის) შექმნის ერი-ერთი ორგანიზატორი;
1977-78 – სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს და სახალხო საკონსულტაციო კონგრესის თავმჯდომარე;
1978-83 – ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები