ღანძილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:01, 3 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღანძილი

ღანძილი – (Allium ursinum L.);
ოჯახი: ხახვისებრნი (Alliaceae).

ბოლქვები მოგრძოა, გარსი სიფრიფანაა ბადისებური დაძარღვით. ღერო სამწახნაგოვანია. ფოთლის ფირფიტა ლანცეტაა ან მოგრძო. თავწაწვეტებული, ძირში ყუნწად შევიწროებული. ყვავილედი სფეროსებურია. ყვავილსაფარი ვარსკვლავისებურია, ფოთლები – თეთრი. ყვ. ნაყ. III-V. კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ცნობილი და ეკონომიკურად ღირებული მცენარეა, გავრცელებული ტყის ქვედა და შუა სარტყლებში, დაჩრდილულ ტყეებში გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში, მდინარე ალაზნის ჭალაში.

ბორეალური, დასავლეთ-ევრაზიული სახეობაა. აწერილია კუნძულ გოტლანდიიდან.

საერთო გავრცელება: სკანდინავია, ატლანტური ევროპა, დას. ხმელთაშუაზღვეთი, ბალყარეთი, მც.აზია.

კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: სომხეთი.

თბილისის მიდამოებში გვხვდება: უძოს მთაზე, კოჯრის მიდამოებში, მცხეთა, საგურამოს ქედზე, გლდანი-ცხვარიჭამიაში.

იზრდება წიფლნარებსა და რცხილნარებში, შედის ტყის ცენოზების შემადგენლობაში, გაზაფხულის (IV-V) სინუზიების სახით. გვხვდება დიფუზურად ჯგუფებისა და მცირე ლაქების სახით. ეტანება შედარებით ღრმა და ტენიან, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებს, ირჩევს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებს.

ღანძილი ტიპიური ეფემეროიდული გეოფიტია, ტყის, ჰემიჰიგროფილური, ჩრდილის მოყვარული სახეობაა. გვხვდება ჭალის ტყეებიდან მთის შუა სარტყლამდე, მუხნარ, რცხილნარ და წიფლნარ ტყეებში, ზ.დ. 150-1500 მ სიმაღლემდე;

ძვირფასი კვებითი ღირებულების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი აპრილ-მაისში მასიურად აგროვებს ამ მცენარეს, ხშირ შემთხვევაში ფოთლებთან ერთად ფესურებიც ნადგურდება, რის გამოც, იმ ადგილებში (ნორიო, კოჯორი, გლდანი), სადაც ადრე საკმაოდ უხვად გვხვდებოდა, დღეს მნიშვნელოვნად შემცირებულია. მცენარის გადარჩენის ერთ-ერთ გზას (ბუნებაში დაცვის გარდა) მისი ფართო მაშტაბით კულტივირება წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებში ამის მაგალითები მრავალია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები