ნებიერიძე მურად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:31, 3 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურად ნებიერიძე

ნებიერიძე მურად − (1951), პოეტი. დაიბადა სოფელ შრომაში (ლაგოდეხი). 1976 წელს დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „ქვიშის ღრუბელი” (1986), „სინათლის ლოდი” (1992), „მამაკაცური უდაბნოს მზე” (2006).


კოსმიური იდუმალება
ნათლის უჩინარ სამყაროდან გადმოხრილი
კოსმიური იდუმალება,
მოთმინებით სიმშვიდეს მაჩვევს.
ნისლიდან ნელა იკვეთება
პლანეტების თბილი ჩრდილები
და გარეგნულად მე გულგრილი,
ვიმეორებ ნაცნობ საგნებს
და ყოველდღიურ ოცნებებთან
ყიალს ვუნდები...
ცხოვრებისეულ წვრილმანებზე
შემძრა წუხილმა, როცა ბუნება
ქაოტური წესრიგით შფოთავს,
მკაცრი დუმილით მხრებზე მეყრდნობა
და საყრდენი ბუნების მე ვარ,
დიდგულა და სრულყოფილი არსება მიწის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები