დადიანი შამადავლა
შამადავლა დადიანი - დადიან-გურიელი, სვანთა ერისთავი და მანდატურთუხუცესი 1470-1474 წწ-ში. ამ სამოხელეო ტიტულებით იხსენიება იგი ლაფსყალდის ხატის წარწერაში: „მეოხ და მფარველ ექმენ დადიან-გურიელს, სვანთა ერისთავს, მანდატურთუხუცესსა სამადავლეს“. მისი უდიდესი მხარდაჭერით ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ (1466-1678) მოიწვია ანტიოქიის პატრიარქი მიხაელი, (1474-1484), რომელმაც დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი იოაკიმე და შეადგინა დოკუმენტი „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რომელიც საფუძვლად დაედო დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მცხეთის ტახტისაგან კანონიკურ დამოუკიდებლობას.
წყაროები და ლიტერატურა
თაყაიშვილი 1937: 393; ქისკ 2014: 185-198; ბახტაძე 2003: 222.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017