მლადენოვი პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:47, 12 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პეტრე მლადენოვი – (ბულგ. Петър Тошев Младенов; 22 აგვისტო 1936, ურბაბიცი, ბულგარეთი — 31 მაისი 2000, სოფია, ბულგარეთი), ბულგარელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.
1963-65 – ვიდინსკის საოლქო კომიტეტის დიმიტროვის სახელობის ახალგაზრდული კომუნისტური კავშირის პირველი მდივანი;
1965-66 – ბულგარეთის ცკ-ის საერთაშორისო კავშირის განყოფილების გამგე;
1966-1969 – კომუნისტური პარტიის ვიდინსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი;
1971 – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
1971-დან იყო ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის წევრი;
1971 – ბულგარეთის სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატი.