თაბორი (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 17 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თაბორი – სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის მარცხენა მხარეს.
აქაა აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი – თაბორის ეკლესია (VI ს.). ჩვენში, ებრაულის ბაძვით, საეკლესიო ნაგებობებს ხშირად არქმევდნენ ბიბლიურ სახელებს. ასეა წარმოქმნილი წმიდა ადგილთა სახელებად „სიონი“, „ბეთლემი“, „ბეთანია, „გესამანია და სხვ. ამავე რიგისაა ზემოხსენებული თაბორი-ც.