ავილონ ბასთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:05, 12 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავილონ ბასთა (ოს. Æвиллон бæстæ) – ოსური მითოლოგიის ჯადოქართა (ავილონთა) ქვეყანა, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. ამ ქვეყანაში მცხოვრები ჯადოქრები ისეთი ბოროტი ძალისანი იყვნენ, რომ წესიერი გზით ვერავინ მოერეოდა. ასეთი ძალა, ანუ ავილონი, იმ არსებებსაც ჰქონდათ, რომლებიც ჯადოქრული ძალის მონაწილეობით იყვნენ შექმნილნი. ავილონი იყო ახსართაგათების მზეთუნახავი ქალიშვილი, მისით ყველა იხიბლებოდა; იჯდა კოშკში და შეეძლო, ცოლად მხოლოდ მას გაყოლოდა, რომელსაც ფანჯრიდან მომზირალი თავად დაინახავდა.


ლიტერატურა

  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები