აზნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 18 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აზნი (ოს. Азни) - ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, რომელიღაც სტეპის მპყრობელი; ჰყავს სამი ვაჟი, რომლებიც ურუზმაგისა და სოსლანისაგან ხარკს ითხოვენ. შეშინებული ნართები დახმარებისთვის სათანას მიმართავენ. ნართების დიასახლისი დონბეთირებთან მყოფი თავისი ვაჟის – ასანას მეშვეობით ანადგურებს აზნის ვაჟებს.
ლიტერატურა
- ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977;
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ, 2003.