აბაშიძეების გზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:04, 22 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაშიძეების გზა – იწყებოდა სოფელ ქვიშხეთთან (ხაშურის მუნიციპალიტეტი) და მთავრდებოდა გოგიას ციხესთან ქ. ბორჯომში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზე. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გატაცებული ტყვეები (უმთავრესად ქართლიდან) ამ გზით გადაჰყავდათ და ოსმალებზე ჰყიდნენ. გზას ძირითადად აბაშიძეები აკონტროლებდნენ და ამის გამო უწოდებდნენ მას „აბაშიძეების გზას”.
წყარო
სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი