ვირშელ (III)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:58, 12 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვირშელ (III) - ცხრაზმისხევის ერისთავი 1390-იანი წწ-დან 1420-იანი წწ-ის დასაწყისამდე. გიორგი VII-თან (1393-1407) ერთად იგი მონაწილეობს ალინჯის ბრძოლაში, რის შემდეგაც თემურ-ლენგმა მორიგი ლაშქრობა მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ. ვირშელი ბეხუშისა და ქნოღოს ციხეებში გამაგრდა. მისმა თავდაცვითმა ტაქტიკამ მტერი აიძულა დიდი დანაკარგით გაბრუნებულიყო უკან.
წყაროები და ლიტერატურა
ძეგლი ერისთავთა 1965: 114-117; ქისკ 2013: 66, 67; მეტრეველი 1962: 162, N193; ხელნაწერთა აღწერილობა 1973: 90.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017