აბასთუმნის მინერალური წყაროები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:41, 23 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბასთუმნის მინერალური წყაროები – მინერალური წყაროები ადიგენის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალციხიდან ჩრდილო-დასავლეთით, 28 კმ მანძილზე, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1250-1450 მ სიმაღლეზე. გამოედინება მდინარე აბასთუმნისწყლის ხეობაში. აქ არის სამი წყარო სახელწოდებით „ბოგატირსკი“, „ზმეინი“ და „ზოლოტუშნი“ წყაროები, ჯამური დებიტია 1 მლნ ლიტრი. წყალი თერმულია (+41+480C) დაბალი მინერალიზაციით (0.5-0.6 გ/ლ). მიეკუთვნება კაჟიან, სულფატურ-ქლორიდულ, კალციუმ-ნატრიუმიან ტიპის წყლებს. დღეღამური დებიტია მლნ ლიტრზე მეტი.