ბოგა (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:54, 24 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოგა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სვირის თემში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1300- 1430 მ სიმაღლეზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 229, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (99 %) (2002).
სოფლის მახლობლად შემორჩენილია ტაძრის (VII-VIII სს.) ნანგრევები.
სხვადასხვა ხილის გარდა, ძველად აქ ვაზიც ჰქონდათ მოშენებული.
სოფლის სიახლოვეს არის აქატის საბადოები.