ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:44, 26 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი – აღკვეთილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდ. ფარავნის აუზში. ფართობია 126 ჰა. დაარსდა 2011 წელს. ტბის სანაპიროები ხელუხლებელია და გადამფრენი ფრინველების სიუხვეა. შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება და ნავებით გასეირნება. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შემავალ ტბებს შორის ბუღდაშენის შემოგარენი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია გადამფრენი ფრინველებითა და ფაუნით. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძული, რომელსაც გაზაფულსა და შემოდგომაზე მრავალი ფრინველი სტუმრობს.