გოდორები (მთა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:00, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გოდორები – მთა სამსრის ქედზე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეეტბის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3189 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტურ-დაციტური ლავებით. მწვერვალზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი. კალთებზე ქვემოთ ალპური მდელოებია, ზემოთ ქვაყრილები.