კათეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კათეტი – მართკუთხა სამკუთხედში თითოეული მახვილი კუთხის მოპირდაპირე გვერდი, ანუ მართი კუთხის მიმდებარე გვერდი ბერძნ. kathetos – შვეული, ციცაბო. შუა საუკუნეებში „კათეტი“ ეწოდებოდა მართკუთხა სამკუთხედის სიმაღლეს, მაშინ როცა მის გვერდებს „ჰიპოტენუზას“ და „ფუძეს“ უწოდებდნენ. XVII საუკუნიდან სიტყვა „კათეტი“ იხმარება თანამედროვე აზრით.