გომანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გომანი – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მეჯურის (ბარალეთისწყლის შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1760-1800 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 13 კმ მანძილზე, ზაკვის თემში. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1501, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).