გურჯისხევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გურჯისხევი, გუჯარისხევი – მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ტაძრისთან. გურჯისხევის ციხესთან ერთვის ხრამისხევს და ქმნის მდინარე საკირეს (მტკვრის მარჯვენა შენაკადი). საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე აღნიშნულია „გუჯარისხევის” (Гуджарис-Хеви) სახელწოდებით.