დადეში (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:14, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დადეში – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სულდის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მუჯახეთისწყლის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1800მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 23 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 902. მათი უმრავლესობა (98 %) სომეხია (2002). სოფლის ტერიტორია დასახლებულია წინაფეოდალური ხანიდან. ახლანდელი მოსახლეობა სომხურია. მათი წინაპრები აქ XIX საუკუნეში დასახლდნენ. დადეშის მიდამოებში მდებარეობს განვითარებულ შუა საუკუნეებში აგებული ეკლესია.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები