ასპინძა (მინერალური წყალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:05, 30 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასპინძა თერმული მინერალური წყალი (+41-420C) ასპინძის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 2 კმ მანძილზე, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. წყალი ზედაპირზე გამოდის ზღვის დონიდან 1060 მ სიმაღლეზე. წყაროებს აქვს რამდენიმე გამოსავალი, ჯამური დებიტით 300 ათ. ლ, ტემპერატურა 39-400C. მიღებულია ბურღვით. მიეკუთ ვნება სუსტად სულფიდურ, ქლორიდულ-სულფატურ ნატრიუმ-კალციუმიან წყლებს. შეიცავს 40-45 მგ/ლ კაჟის მჟავას და 3.5-4.0 მგ/ლსულფიდებს. საერთო მინერალიზაციაა 0.8-1.0 გ/ლ