წაქაწყარიშ ტობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:32, 1 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წაქაწყარიშ ტობა – ტბა დასავლეთ საქართველოში. წაქაწყარიშ ტობა მდებარეობს ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2580 მ-ზე. ულამაზესი ტბაა თავისი ფერისა და მდებარეობის გამო. მასში ეშვება მყინვარი მარჯვენა მხრიდან. თუმცა ტბასთან ახლოს მისვლა მარტივი არ არის, რადგან აქ ბილიკი არ მიდის და უმეტესად მხოლოდ ზემოდან ცქერით კმაყოფილდებიან მნახველები. ძალიან ახლოს მდებარეობს კალალიშ ტობასთან.