კორნიუს სპირალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:53, 2 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორნიუს სპირალი, კლოტოიდა − ბრტყელი ტრანსცენდენტური წირი. ნატურალური განტოლებაა Kornius001.png  ; ე. ი. სიმრუდის R რადიუსი რკალის s სიგრძის უკუპროპორციულია. პარამეტრული განტოლება:

Kornius spirali.PNG
Kornius003.png

კორნიუს სპირალი მიეკუთვნება ფსევდოსპირალებს. მას მას გააჩნია კოორდინატთა სათავისადმი სიმეტრიული ორი შტო. კოორდინატთა სათავე გადაღუნვის წერტილია; 0x ღერძი მხებია; აქვს ორი ასიმპტოტური წერტილი

Kornius005.png


კორნიუს სპირალს ზოგჯერ ლ. ეილერის სპირალს უწოდებენ, რადგანაც იგი პირველად ლ. ეილერთან გვხვდება (1744). კ. კორნიუმ ეს წირი გამოიკვლია (1874) სინათლის დიფრაქციის გრაფიკულ გათვლებთან დაკავშირებით.

კორნიუს სპირალის მთავარი თვისება ის არის, რომ მისი სიმრუდე მასზე გავლილი მანძილის სიგრძის პირდაპირ პროპორციულია. ეს თვისება ფართოდ გამოიყენება გზატკეცილებისა და განსაკუთრებით რკინიგზების მშენებლობისას, სადაც მოითხოვება გზის სწორი მონაკვეთიდან მომრგვალებულ მონაკვეთზე გადასვლა ხდებოდეს გზის სიმრუდის თანაბარი ცვლილებით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები