ვარხანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:36, 2 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვარხანი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბასთუმნისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1110-1160 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალციხდან 22 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 814, რომელთა 94 % ქართველია (2002). შემორჩენილია XIX საუკუნის მეჩეთი.