თისელი (ნასოფლარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:31, 4 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თისელი – – ნასოფლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. თისელიდან ჩრდილოაღმოსავლეთით 1 კმ მანძილზე, ზ.დ. 1200 მ სიმაღლეზე. სოფლის ნამდვილი სახელწოდება უცნობია და მას ეს სახელი სოფ. თისელის სიახლოვის გამო ეწოდა. შემორჩენილია ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, საწრეტი არხის ნაშთები და არქეოლოგიური მასალა (კერამიკული, ქვისა და მინის ნივთები). უმთავრესად ნაგებია ქვების მშრალი წყობით. ფართოდ ყოფილა განვითარებული მემარცვლეობა, რაზეც მეტყველებს აქ აღმოჩენილი თონეები, კეცები, ხარო. ასევე განვითარებული უნდა ყოფილიყო მვენახეობა-მეღვინეობა, რაზეც აქ მიკვლეული ქვევრები მიგვანიშნებს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები