ინდუსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:04, 4 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდუსა – ყოფილი სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოშორის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) შესართავთან, მის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1320-1405 მ სიმაღლეზე. მიდამოებში შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ვახუშტი ბაგრატიონი სოფლის შესახებ წერს: „ოშორასჴევის შესართავის ზეით, ინდუსას, არს ხიდი მტკვარზედ”. სოფელი მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში”. სახელწოდება წარმომდგარი უნდა იყოს სიტყვა „ინდუშასაგან”, რაც ძველ ქართულში ფერს აღნიშნავდა. სულხან საბას მიხედვით იგი რუხს აღნიშნავდა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები