კავატინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:10, 13 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კავატინა - (იტალ. cavatina), ლირიკული ხასიათის არია ოპერასა და ორატორიაში. კავატინა არიისაგან განსხვავდება მეტი უბრალოებით, მელოდიის მღერადობითა და მასშტაბის სიმცირით. XIX ს. I ნახევარში კავატინას უწოდებდნენ პრიმადონას ან პრემიერის გამოსასვლელ არიას, XIX ს. II ნახევრიდან კი მცირე ზომის მღერადი ხასიათის საკრავიერ პიესასაც.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")