კავკასიური ჯვრიანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:08, 7 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კავკასიური ჯვრიანა – (Triturus vittatus), ამფიბია სალამანდრისებრთა ოჯახიდან. გვხვდება ბორჯომის ხეობაში, ზ.დ. 2300 მ სიმაღლემდე. სამცხე-ჯავახეთში ბინადრობს ტბებში, გუბურებში, ჭაობებში, ნაკადულების სანაპიროებთან. სხეულის სიგრძე 55 მმ. იკვებება მწერებით, მატლებით და პატარა უხერხემლო ცხოველებით. იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.