კარწახი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:34, 7 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარწახი, (კარზახი) – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კარწახის ტბის მახლობლად, ზღვის დონიდან 1820-1890 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 30 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 891. მათი უმრავლესობა (99 %) სომეხია (2002). ყოველწლიურად, ივნისის თვის ბოლოს, შაბათობით აღინიშნება სახალხო აშუღის – ჯივანის (სერობ ბენგოიანის) სახალხო ზეიმი – „ჯივანობა“.