კახისის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
03:21, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კახისის ტბა – ტბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბაძველი პლატოზე. ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა. გაუდინარია, წყალი მომლაშოა. მაღალი მინერალიზაციით ხასიათდება. საშუალო მარილიანობა შეადგენს 880 მგრ/ლ-ს. იგი ერთადერთი ტბაა ჯავახეთში, რომელიც ასე მაღალი მარილიანობით გამოირჩევა. ტბის წყალი მომწვანო შეფერილობისაა. გამჭვირვალობა დაბალია და არ არის რეკომენდირებული საყოფაცხოვრებო გამოყენებისათვის. ზამთარში ტბის ზედაპირი სანახევროდ ყინულის ფენით იფარება. წყალი მღვრიეა და არ იცის თევზი. ამიტომ აქ იშვიათია იხვები და სხვა წყალხმელეთა ფრინველები.