კამერული ანსამბლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:18, 13 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კამერული ანსამბლი - ერთიან მხატვრულ კოლექტივში თავმოყრილი შემსრულებლების ჯგუფი, რომელიც ასრულებს კამერულ მუსიკას. ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობაა – სიმებიანი კვარტეტი. კამერულ ანსამბლს უწოდებენ აგრეთვე შემსრულებელთა მცირე შემადგენლობისათვის (ინსტრუმენტალისტების ან ვოკალისტებისათვის) დაწერილ ნაწარმოებებს.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")