ლიბანი (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:40, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიბანის რკინიგზის სადგური

ლიბანი – კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტბის თემის საკრებულოში მდებარეობს ბორჯომ-ბაკურიანის რკინისგზის გასწვრივ, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1320- 1390 მ სიმაღლეზე. მიდამოები შემოსილია წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი). კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი ზომიერად რბილი იანვრის საშუალო ტემპერატურა – -4.50C) და თოვლიანია, ზაფხული – ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +16.20C). ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 625 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სასარგებლო ჰავა და მინერალური წყალი. მოსახლეობის რიცხოვნობა 53 (2002).



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები