ლიკანის ლიკანის სამონასტრო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:17, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიკანის სამონასტრო კომპლექსი – სამონასტრო კომპლექსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანში, მდინარე ლიკანისხევის ნაპირას. მასში შედის: ტაძარი და სამრეკლო (XV-XVI სს.). ტაძარი (IX-X სს.) ერთნავიანი ნაგებობაა, ნაგებია კვადრატული კლდის ქვებითა და დუღაბით. შიგ შელესილი ყოფილა. მხატვრობა არ ეტყობა. სამრეკლო გუმბათისებრი მრგვალი ფორმისაა, ნაგებია თლილი ქვით და გარშემო შემკულია სადა, გეომეტრიული არშიით.