მასაგეტოვის თავყვითელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:07, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასაგეტოვის თავყვითელა – (Se­ne­cio Mas­sa­ge­to­vii Schischk.) – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, მესამეული ფლორის იშვიათი რელიქტი, საქართველოს ენდემური სახეობა. გავრცელებულია სვანეთი (ცანასწყლის ხეობა, ზესხო); რაჭა; იმერეთი (ცხრაჯვარი); ქართლი (ბორჯომის ხეობა); ჯავახეთი (თეთრობის ქედი); მესხეთი (სოფ. ბოლაჯურის მიდამოები). საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები